2004 წლიდან დღემდე, ასოციაცია „ქსენონს“ განხორცილებული აქვს 40-ზე მეტი პროექტი ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიმართულებით ნარკოდამოკიდებულ პირთა უფლებებისა და მათთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ადვოკატbest place to buy term papers best term paper writing serviceირებისთვის.

2005 წლიდან დღემდე ასოციაცია „ქსენონი“ ახორციელებს გლობალური ფონდის პროგრამის:  „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ პროექტს-  „ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ-პრევენციული სერვისების მიწოდება“ დონორი: გლობალური ფონდი (GF).

2008 წლიდან, ასოციაცია „ქსენონი“ ეწევა აქტიურ საადვოკაციო საქმიანობას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად.  ის ერთ–ერთი პირველია, რომელმაც შექმნა ქალ–ნარკომომხმარებლებზე ორიენტირებული სამოდელო სერვისი საქართველოში;  ზიანის შემცირებისა და ჯანდაცვის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან ერთად კოალიციურად  დაიწყო მუშაობა  ქვეყანაში C ჰეპატიტის მკურნალობისა და დიაგნოსტირების ხელმისაწვდომობისასთვის.

2010  წლიდან დღემდე,  ასოციაცია „ქსენონი“ მუშაობს  ომის შედეგად დაზარალებულ და უგზო უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ცხოვრების ხარისხის  გაუმჯობესებისთვის.  ორგანიზაციამ  ექვსი წლის მანძილზე  ფსიქოლოგიური, ფსიქო-სოციალური და იურიდიული  მხარდაჭერა  გაუწია  400-ზე მეტ ოჯახს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (დონორი:  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)).

2017  წლიდან,  ორგანიზაციამ  გააფართოვა  სერვისები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისა და წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლთათვის.   დონორი:  წამების  მსხვერპლთა  გაეროს  ნებაყოფლობითი  ფონდი (UNVFVT).

2014  წლიდან,  ორგანიზაცია მუშაობს  ბავშვებსა და მოზარდებთან ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და  მათი  ფსიქო-ემოციური პოტენციალის განვითარებისთვის სპორტისა და  ხელოვნებისა  სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;  დონორი: PH International Georgia.

2016-2017წწ-ში ასოციაცია „ქსენონმა“  განახორციელა თანაწორგანმანათლებელთა მხარდაჭერასა და ზიანის შემცირებაზე  დაფუძვნებული მკურნალობის პროეტი C ჰეპატიტის ელიმინაციაში ჩართული ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის დონორი: მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი (MDM).

2017 წელს,  ასოციაცია „ქსენონმა“ დაიწყო პროექტი  ონკოლოგიური დაავადებების  ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. დონორი:  ფონდი ღია საზოგადოება–საქართველო (OSGF).