ორგანიზაციის მისიაა სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის, კერძოდ ჯანდაცვის და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების, ასევე ახალგაზრდების/მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ჩვენ გვჯერა, რომ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, გვსურს გარემო, სადაც დაცულია ადამიანის ჯანმრთელობის უფლებები და  საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი  ჯანდაცვისა  და სოციალური სერვისები.

ამისათვის, ორგანიზაცია მიზნობრივ ჯგუფებს სთავაზობს პრევენციულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და სოციალურ მომსახურებას;  ახორციელებს მათი ინტერესების დაცვას და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას; ასევე, მუშაობს საზოგადოებაში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობადობის ამაღლებაზე.

ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანების მიმღებლობის, თანაგანცდის, თანადგომის, თანასწორობის და თანამშრომლობის პრინციპებს.

ასოციაცია „ქსენონი“ მუშაობს ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებსა და მათი სქესობრივ პარტნიორებთან; პაციენტთა სხვადასხვა თემთან (ონკოლოგიური პაციენტები, C ჰეპატიტის, აივ-ინფექციის მქონე პირები, ტუბერკულოზით დაავადებულები); წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლებთან. იძულებით გადაადგილებულ პირებთან, მოზარდებთან/ახალგაზრდებთან, ზოგად პოპულაციასთან.