პროგრამული მიმართულებები
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ 2018-2020 წლების სტრატეგიული ამოცანებია:
- სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის პრობლემის და ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანების ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები მაღალი ფსიქო-სოციალური მოწყვლადობის მქონე ადამიანების და მოზარდი/ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
- ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება.
- ჯანმრთელობის პრობლემისა და ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანების რეაბილიტაცია და გაძლიერება.
- მოზარდებისა და ახალგაზრდების პიროვნული ზრდა-განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.