ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“  დაარსება სამეგრელოს რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის სიმწვავემ განაპირობა. ნარკოტიკების მოხმარება და მასთან დაკავშირებული  მძიმე შედეგები საქართველოსთვის დღემდე აქტუალურ და მზარდ პრობლემას  წარმოადგენს.  2017 წლის მონაცემებით 52,500  ნარკოტიკის პრობლემური მომხმარებელია იდენტიფიცირებული და დედაქალაქის შემდგომ სწორედ სამეგრელოა, სადაც ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის  მასშტაბი განსაკუთრებულად საყურადღებოა. მიუხედავად ამისა, 2004 წლამდე სამეგრელოში არ არსებობდა ნარკომოხმარებით  გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამები და  ჯანდაცვის სხვა სპეციფიური სერვისები.

სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე,  2004 წლიდან ასოციაცია  „ქსენონმა“ დაიწყო ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელება სამეგრელოში. დღეს ის ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს სთავაზობს ჯანდაცვის, სოციალურ და  საგანმანათლებლო სერვისებს.