ტენდერი სატრენინგო კურსის ჩატარებაზე

სატრენინგო კურსის ჩატარებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის  მიზნით,  ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი იწვევს ყველა დაინტერესებულ იურიდიულ  ან  ფიზიკურ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატრენინგო კურსი გათვალისწინებულია ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“  სპეციალისტებისთვის,  რომლებიც მუშაობენ  წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლებთან:

  • ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები,
  • საომარი მოქმედებების დროს წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლები,
  • ყოფილი პატიმრები,
  • საზღვრის უკანონო კვეთის ნიშნით დაპატიმრებული პირები.

სატრენინგო კურსის თემატიკა: 

  • წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან ღირსებისშემლახავი მოპყრობის  და დასჯის  დოკუმენტირება, სტამბულის პროტოკოლი; სხვა საერთოშორისო ინსტრუმენტები;
  • წამება, წამების შედეგები (პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა), სამედიცინო დიაგნოსტიკა, ექსპერტიზა, მკურნალობა რეაბილიტაცია;
  • ქეის მენეჯმენტი,  სამუშო ფორმების შედგენა.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

ტრენინგების  ციკლი  მიზნობრივი  ჯგუფისთვის (სულ  6 ადამიანი)  მოიცავს სამ ეტაპს:
I ტრენინგი:  2  სატრენინგო დღე,  შეხვედრის ადგილი ქ. ზუგდიდი.
II ტრენინგი:  2 სატრენინგო დღე,  შეხვედრის ადგილი ქ. ზუგდიდი.
III ტრენინგი:  2 სატრენინგო დღე,  შეხვედრის ადგილი ქ. ზუგდიდი.

სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე იურიდიულმა ან ფიზიკურმა  პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტექნიკური განაცხადი.

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის  ან ფიზიკური პირების  რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** მომსახურების გაწევის პროცესში ჩართული ყველა პირის შესახებ ინფორმაცია და მათი კვალიფიკაციის ამსახველი დოკუმენტები  (ავტობიოგრაფია/CV) (შენიშვნა: კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს);
** ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ  (იგულისხმება მსგავს  თემებზე სატრენინგო კურსის მოდულების შექმნის და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, წამების მსხვერპლებთან მუშაობის გამოცდილება);
** სატრენინგო კურსის თემატიკის მიხედვით თითოეული თემის მოკლე მიმოხილვა, ტრენინგის ძირითადი აქცენტები და მეთოდოლოგია;
**  ჩასატარებელი ტრენინგების დღის წესრიგის მონახაზი და სამუშაოს შესრულების ვადები.

 

ფასის  განცხადი:

** სატრენინგო კურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადის ჩათვლით;
** ტრენინგების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის ჩათვლით  (შენიშვნა: ტრენინგები ჩატარდება ქ. ზუგდიდში ,  სატრენინგო ოთახი, საკანცელარიო მასალა და ტრენინგებში მონაწილე პირთა კვება უზრუნველყოფილი იქნება ასოციაცია „ქსენონის“ მიერ).

თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება მომსახურების მიწოდების შემდგომ, კერძოდ, თითოეული ტრენინგის სრულად ჩატარების შემდგომ.

მომსახურების გაწევის ვადები:  01 მაისი   –  30 ივნისი, 2018 წელი.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად,  ქართულ ენაზე.  გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ “სატრენინგო კურსი  წამების და არაჰუმანური მოპყობის   მსხვევრპლებთან  მომუშავე სპეციალისტებისთვის“.
გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად,  ტექნიკური და ფასის განაცხადი უნდა იქნას ცალ-ცალკე კონვერტით წარმოდგენილი (თითოეული კონვერტი უნდა იყოს დალუქული).
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 24 აპრილი, 16:00 საათი.
გთხოვთ წარმოადგენიოთ განაცხადი მისამართზე:  ქ. ზუგდიდი,  პეტრე უბერის ქუჩა №1.

ასოციაცია „ქსენონი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს ან  პიზიკურ პირებს, პირომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის  კონფიდენციალური.
შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით  ელ-მისამართზე: associationxenon@gmail.com

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *