პროექტები/პროგრამები:
“COVID-19-ზე საპასუხო ზომების გაძლიერება ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში” აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
საგრანტო პერიოდი: 06/04/2020-22/05/2020
პროექტის მიზანი: COVID-19 -თან დაკავშირებით, ნარკომომხმარებელთა ცნობიერების დონის ამაღლება ზუგდიდსა და ქუთაისში პირისპირ და სატელეფონო რისკის კონსულტირების გზით; მათი უზრუნველყოფა ერთჯერადი პრევენციული მასალებით (ერთჯერადი სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო ხელთათმანები) და თემატური საინფორმაციო ბროშურებით.
ბიუჯეტი: $ 4420
„აივ ინფექცია /შიდსის გავრცელების პროფილაქტიკა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მათ სქესობრივ პარტნიორებს შორის“ . აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to fight AIDS, Tuberculosis and Malaria) პროგრამა „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ (გრანტი No: GEO-H-NCDC/SP– 1.3)
საგრანტო პერიოდი: 01/2020-06/2020
სერვისები:
- ნარკოტიკების ინექციური მომხამარებლების უზურნველყოფა სტერილური საინექციო აღჭურვილობით: შპრიცები, ნემსები; ასევე: კონდომებით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებით, პრეპარატი ნალოქსონით;
- ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების პრე და პოსტ კონსულტირება და ტესტირება აივინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე;
- საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თანასწორებისათვის;
- ნარკოტიკების მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების ინდივიდუალური შემთხვევების მართვა და სოციალური თანხლება;
- სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტების (თერაპევტი, ქირურგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, ფსიქიატრ-ნარკოლოგი), ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები;
- ქალი მომხმარებლების ინფორმირება ნარკოტიკის ინექციურ მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე, საჭირო სამედიცინო და იურიდიული კონსულტირების შეთავაზება, ქალებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდება;
- ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სკრინინგი ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის და ტუბ. სპეციალიზებულ დაწესებულებებში დროული რეფერირების მიზნით. აგრეთვე, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან საგანმანათლებლო მუშაობა ტუბერკულოზის პრევენციის და დროული დიაგნოსტიკის საკითხებზე;
ბიუჯეტი: 90,234 ლარი
“C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა” – ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად”-ის მხარდაჭერით.
პერიოდი: 11/2018-დან დღემდე
სერვისები:
- C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა
- C ჰეპატიტის მკურნალობა
„ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ პრევენციული სერვისის უზრუნველყოფა“. აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to fight AIDS, Tuberculosis and Malaria) პროგრამა „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“(გრანტი No: GEO-H-NCDC).
საგრანტო პერიოდი: 01/2018-07/2019
სერვისები:
- ნარკოტიკების ინექციური მომხამარებლების უზურნველყოფა სტერილური საინექციო აღჭურვილობით: შპრიცები, ნემსები; ასევე: კონდომებით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებით, პრეპარატი ნალოქსონით;
- ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების პრე და პოსტ კონსულტირება და ტესტირება აივინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე;
- საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თანასწორებისათვის;
- ნარკოტიკების მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების ინდივიდუალური შემთხვევების მართვა და სოციალური თანხლება;
- სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტების (თერაპევტი, ქირურგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, ფსიქიატრ-ნარკოლოგი), ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციები;
- ქალი მომხმარებლების ინფორმირება ნარკოტიკის ინექციურ მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე, საჭირო სამედიცინო და იურიდიული კონსულტირების შეთავაზება, ქალებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდება;
- ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სკრინინგი ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენის და ტუბ. სპეციალიზებულ დაწესებულებებში დროული რეფერირების მიზნით. აგრეთვე, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან საგანმანათლებლო მუშაობა ტუბერკულოზის პრევენციის და დროული დიაგნოსტიკის საკითხებზე;
ბიუჯეტი: 363444,34 ლარი
“უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების რეაბილიტაცია და გაძლიერება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში”.
დონორი: წამების მსხვერპლთა გაეროს ნებაყოფლობითი ფონდი (UNVFVT)
საგრანტო პერიოდი: 01/2018-12/2018
პროექტის მიზანი: უგზო- უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლთა თანადგომა და მედიკო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა.
ბიუჯეტი: $ 35 000,00
„ხელი ხელს, გული გულს“. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული სკოლის, თემისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) ფარგლებში.
დონორი: საერთაშორისო ორგანიზაცია PH international Georgia.
საგრანტო პერიოდი: 11/2017-07-2018.
პროექტის მიზანი: მოზარდების განათლება სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში, მათი პიროვნული ზრდა- განვითარება და თაობათა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.
პროექტის ამოცანები :
- სოციალურად მნიშნველოვან საკითხებზე მოზარდებისათვის ცოდნის დონის ამაღლება და საჭირო უნარების განვითარება.
- მშობლობის უნარების გაძლიერება მშობლებში.
- მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
- ახალგაზრდების მხარდაჭერა, გააქტიურება მათთვის მინი სოციალური პროექტების დაფინანსების გზით.
ბიუჯეტი: $7 000,00
“ერთობლივი ძალისხმევა კიბოს ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვისთვის.”
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.
საგრანტო პერიოდი:12/2017-15/02/2018
პროექტის მიზანი: ზომების გაძლიერება კიბოს შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებისა და სრული კომპლექსური მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
ამოცანები:
- სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება (საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე პოპულაციასთან, რადიო გადაცემები, საინფორმაციო მასალების გამოცემა/გავრცელება, მასშტაბური თემატური კამპანიები).
- პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობის გაზრდა ონკო-დაავადებების პრევენციაში (ტრენინები, უფასო სამედიცინო გამოკვლევები და გასინჯვები);
- კიბოს კომპლექსური მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება(პაციენტთა თემის მობილიზაცია და გაძლიერება, მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მათსა და პასიენტთა თემს შორის დიალოგის ხელშეწყობა).
ბიუჯეტი: $16 990,00