• ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების ნებაყოფლობითი კონსულტირება/ტესტირება აივ-შიდსზე, B, C ჰეპატიტებსა და სიფილისზე;
  • HCV ვირუსული დატვირთვის კვლევა GeneXpert-ის პლატფორმაზე;
  • ტუბერკულოზზე სკრინინგი;
  • C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობა (C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა);
  • ღვიძლის ელასტომეტრია (ღვიძლის დაზიანების ხარისხის დადგენა);
  •  ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლების უზრუნველყოფა სტერილური საინექციო მასალებით  ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით;
  • ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლებისთვის ნალოქსონის მიწოდება;
  • მიზნობრივი ჯგუფებისთვის საინფორმაციო მასალების, კონდომების მიწოდება;
  • ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების სამედიცინო კონსულტირება (თერაპევტი, ნარკოლოგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, ქირურგი);
  • ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების ფსიქოლოგიური კონსულტირება;
  • მიზნობრივ ჯგუფებში თანასწორთა განათლების დანერგვა;
  • ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, პაციენტთა სკოლების ჩატარება მიზნობრივი პოპულაციებისათვის.
  • ე.წ. Case management – დახმარება სოციალური, ჯანმრთელობის, იურიდიული  თუ სხვა პრობლემების მოგვარებაში.