ასოციაციის მისიაა საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ ჯანდაცვის და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების, ასევე ახალგაზრდების/მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ასოციაციას სჯერა, რომ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, სურს გარემო, სადაც დაცულია ადამიანის ჯანმრთელობის უფლებები და  საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი  ჯანდაცვის  და სოციალური სერვისები.

ამისათვის, ორგანიზაცია მიზნობრივ ჯგუფებს სთავაზობს პრევენციულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და სოციალურ მომსახურებას;  ახორციელებს მათი ინტერესების დაცვას და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას; ასევე, მუშაობს საზოგადოებაში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობადობის ამაღლებაზე.

ასოციაციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანების მიმღებლობის, თანაგანცდის, თანადგომის, თანასწორობის და თანამშრომლობის პრინციპებს.