- კონსულტირება ჯანმრთელობის საკითხებზე (აივ/შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები, სხვა სგგ ინფექციები, ნაკოტიკული ზედოზირება, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები და ა.შ.);
- ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლების უზრუნველყოფა სტერილური საინექციო მასალებით ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით;
- ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლებისთვის ნალოქსონის მიწოდება;
- ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების ნებაყოფლობითი კონსულტირება/ტესტირება აივ-შიდსზე, B, C ჰეპატიტებსა და სიფილისზე;
- HCV ვირუსული დატვირთვის ტესტირება GeneXpert-ის პლატფორმაზე;
- ტუბერკულოზზე სკრინინგი;
- C ჰეპატიტის მკურნალობა/დიაგნოსტიკა (C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა);
- ღვიძლის ელასტოგრაფია (ღვიძლის დაზიანების ხარისხის დადგენა);
- ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების სამედიცინო კონსულტირება (თერაპევტი, ნარკოლოგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, ქირურგი);
- ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების ფსიქოლოგიური კონსულტირება;
- ურთიერთმხარდაჭერის ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრები.
- მიზნობრივი ჯგუფებისთვის საინფორმაციო მასალების, კონდომების მიწოდება;
- მიზნობრივ ჯგუფებში თანასწორთა განათლების დანერგვა;
- ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, პაციენტთა სკოლების ჩატარება მიზნობრივი პოპულაციებისათვის
- ე.წ. Case management – დახმარება სოციალური, ჯანმრთელობის, იურიდიული თუ სხვა პრობლემების მოგვარებაში.