- ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების ნებაყოფლობითი კონსულტირება/ტესტირება აივ-შიდსზე, B, C ჰეპატიტებსა და სიფილისზე;
- HCV ვირუსული დატვირთვის კვლევა GeneXpert-ის პლატფორმაზე;
- ტუბერკულოზზე სკრინინგი;
- C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობა (C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა);
- ღვიძლის ელასტომეტრია (ღვიძლის დაზიანების ხარისხის დადგენა);
- ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლების უზრუნველყოფა სტერილური საინექციო მასალებით ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით;
- ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლებისთვის ნალოქსონის მიწოდება;
- მიზნობრივი ჯგუფებისთვის საინფორმაციო მასალების, კონდომების მიწოდება;
- ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების სამედიცინო კონსულტირება (თერაპევტი, ნარკოლოგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, ქირურგი);
- ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორების ფსიქოლოგიური კონსულტირება;
- მიზნობრივ ჯგუფებში თანასწორთა განათლების დანერგვა;
- ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, პაციენტთა სკოლების ჩატარება მიზნობრივი პოპულაციებისათვის.
- ე.წ. Case management – დახმარება სოციალური, ჯანმრთელობის, იურიდიული თუ სხვა პრობლემების მოგვარებაში.