C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია “ქსენონის” ცენტრში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე და პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირი ) შეუძლია:
- ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე;
- ანტისხეულების აღმოჩენის შემთხვევაში, გააგრძელოს გამოკვლევები დაავადების ფორმის დასადგენად;
- დაიწყოს მკურნალობა.
პაციენტთა მკურნალობა მიმდინარეობს ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტებით.
პროგრამით გათვალისწინებული ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა სრულიად უფასოა.
მისამართი: ქ, ზუგდიდი, პეტრე უბერის ქ. №1
ტელეფონი: 0415 254010
Leave A Comment