სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი 2 ათეულ წელზე მეტს ითვლის და ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობითა და სიძლიერით. მიუხედავად ამისა, 2004 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თითქმის არ არსებობდა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები; შესაბამისად, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამინები სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის ფოკუსს მიღმა იყვნენ დარჩენილი. სწორედ ამან განსაზღვრა ა(ა)იპ “ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონის“ დაარსების იდეა და შემდგომი საქმიანობა.
2004 წლიდან დღემდე, ასოციაცია “ქსენონი” უწყვეტად ზრუნავს სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის; ავითარებს მათთვის სხვადასხვა სერვისებს და ახდენს საზოგადოების ინფომირებას მათ მიმართ სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის დასაძლევად. ორგანიზაცია ცდილობს ხელი შეუწყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმღებ პირებსა და ამ მომსახურების უზრუნველმყოფ სამსახურებს შორის. ჩვენი 19 წლიანი საქმიანობა ეფუძნება ბენეფიციარების მხრიდან მაღალ ნდობასა და აქტიურ ჩართულობას პროცესებში.
2023 წლის 1 დეკემბრიდან, ორგანიზაცია “ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონის” სახელით აგრძელებს მუშაობას.