2018 წლის 26-27 აპრილს, ასოციაცია „ქსენონის“ ოფისში, FIND-ის ქართველი და უცხოელი მკვლევარების მიერ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართული არიან კვლევაში: „საქართველოში HCV ვირემიაზე ტესტირების მიდგომების შეფასება ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებში“.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში ახლგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ზიანის შემცირების სერვის ცენტრის ბაზაზე განხორციელდება (დეცენტრალიზებული ტესტირება) სისხლის ნიმუშის აღება და HCV რნმ ტესტირება GeneXpert-ის პლატფორმაზე.
Leave A Comment