Category: Uncategorized
COVID-19 და ფსიქიკური ჯანმრთელობა
კორონავირუსის პანდემია შესაძლოა სტრესული იყოს ადამიანებისთვის. ახალი დაავადებით გამოწვეულ შიშსა და შფოთვას, მოზრდილებსა და ბავშვებში ძლიერი ემოციების გამოწვევა შეუძლია. ფიზიკურმა და სოციალურმა დისტანცირებამ შესაძლოა, ადამიანებს თავი იზოლირებულად და მარტოსულად აგრძნობინოს და შესაბამისად, გაიზარდოს სტრესიც.
სტრესთან გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიები გაგაძლიერებთ თქვენ და იმ ადამიანებს, რომლებზეც ღელავთ.
დაავადების აფეთქებით გამოწვეულმა სტრესმა შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგი ფორმებით:
- შიში და ღელვა საკუთარ თავზე, საყვარელ ადამიანებზე, ფინანსურ სიატუაციასა და იმ სერვისების ნაკლებობაზე, რომლებსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ.
- ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილება.
- ძილისა და კონცენტრაციის გაძნელება.
- ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების გართულება.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
- თამბაქოს და/ ან ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების გადამეტებული გამოყენება/მოხმარება.
ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი კეთილდღეობის მნიშვნელოვნად განმაპირობებელი ფაქტორია. იგი გავლენას ახდენს ჩვენს ფიქრებზე, განცდებსა და მოქმედებებზე. მას ასევე აქვს გავლენა იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებით სტრესს, როგორ ვურთიერთობთ ადამიანებთან და როგორ ვიქცევით საგანგებო სიტუაციებში.
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?
მოიპოვეთ სწორი ინფორმაცია:
- არასანდო ინფორმაციებისგან თავის არიდება შესაძლებლობას მოგცემთ COVID-19-თან დაკავშირებული რისკების უკეთ გაცნობიერებაში. იგი დაგეხმარებათ სწორად დასახოთ სამოქმედო გეგმა და გათვალოთ შესაძლო შედეგები.
- დაინფიცირების შემთხვევაში, ინფექციას შეხვდით მომზადებულად. იყავით ინფორმირებული დაავადების გამკლავების გზებთან დაკავშირებით. დაუკავშირდით სამედიცინო წარმომადგენლებს და ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას.
- იცოდეთ, საჭიროების შემთხვევაში, სად და როგორ შეძლებთ დახმარების მიღებას. (პირისპირ თუ დისტანციურად).
იზრუნეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე; ეს დაგეხმარებათ რაციონალურ აზროვნებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, საკუთარ თავსა და ახლობლებზე ზრუნვის პროცესში.
შეისვენეთ; დროებით შეწყვიტეთ პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყურება, მოსმენა და კითხვა. ნეტაგიური ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიღებამ შეძლოა გაზარდოს შფოთვა.
იზრუნეთ საკუთარ სხეულზე;
- გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, დაკავდით მედიტაციით.
- შეეცადეთ ჯანსაღად და დაბალანსებულად იკვებოთ.
- ივარჯიშეთ რეგულარულად.
- საკმარისი დრო დაუთმეთ ძილს.
- მოერიდეთ ალკოჰოლისა და სხვა სუბსტანციების დიდი რაოდენობით მიღებას.
გამოყავით დრო განტვირთვისთვის; დღის განმავლობაში დაკავდით იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
დაუკავშირდით სხვებს; ესაურეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით; გაუზიარეთ მათ თქვენი შეგრძნებები, წუხილი და ემოციები.
დაუკავშირდით თქვენს თემს ან შესაბამის ორგანიზაციებს დახმარების მისაღებად. გაითვალისწინეთ, რომ სოციალური დისტანციის პირობებში რეკომენდირებულია ონლაინ, სატელეფონო ან/და წერილობითი კომუნიკაცია.
მიყევით პროფესიონალების რეკომენდაციების და იზრუნეთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე.
#EU4Georgia #TeamEurope #together
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე, ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.
ასოციაცია “ქსენონის” ზიანის შემცირების ცენტრის სერვისები













COVID -19 და ზიანის შემცირების რეკომენდაციები ადამიანებისთვის, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს
COVID-19 არის ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე რესპირატორული ინფექცია და ჯანმრთელობის პრობლემები.
ნარკოტიკების მომხმარებლებს აქვთ ვირუსით ინფიცირების ისეთივე რისკი, როგორც მთლიან პოპულაციას, თუმცა მათ რისკებს ზრდის ის გარემოება, რომ ნარკოტიკების მიღება ხშირად ისეთ სივრცეში ხდება, სადაც ადამიანები ჯგუფურად იკრიბებიან და აზიარებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს.
ზიანის შემცირების მიზნით, ნარკომომხმარებლებისათვის აუცილებელია იმ პრევენციული აქტივობების განხორციელება, რომლებიც შემდგომ ინფოგრაფიკშია მოცემული.
აღნიშნულ რეკომენდაციები ემსახურება შექმნილ სიტუაციაში თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თქვენი სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა რეკომენდაციების გარკვეული ნაწილის შესრულება რთულად ან წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ.
მიმართეთ თქვენს ქალაქებში მოქმედ ზიანის შემცირების სერვის ცენტრებს და სამედიცინო თუ სოციალური მომსახურებების სხვა მიმწოდებლებს, რათა შეადგინოთ მოქმედების გეგმა თქვენი უსაფრთხოებისთვის.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა
ასოციაცია “ქსენონი”, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 2018 წელს ჩაერთო, რამაც ჩვენს ბენეფიციარებს შესაძლებლობა მისცა, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ როგორც ზიანის შემცირების სერვისები, ასევე ჩაიტარონ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობა.

COVID-19 პანდემიის დროს, ქალთა მიმართ ძალადობის რისკები იზრდება
-
მსხვერპლს მეტი დროის გატარება უწევს მოძალადესთან;
-
მომატებულია სტრესული ფონი;
-
სოციალური კონტაქტები შემცირებულია;
-
ადამიანები იზოლირებულები არიან თემისგან;
-
კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე შესაძლოა შემცირდეს წვდომა.
- ცხელი ხაზის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა;
- ინვესტიციების გაზრდა სერვისებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების გასაძლიერებლად;
- ონლაინ დახმარების მისაღებად შესაბამისი პლატფორმების შექმნა და ფუნქციონირება;
- მსხვერპლისთვის დახმარების აღმოსაჩენად, უსაფრთხო საშუალებების შექმნა;
- თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გაფართოების სტრატეგიის შემუშავება;
- შესამაბისი ინსტიტუციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა:
დროული საპასუხო რეაქცია მსხვერპლების საჭიროებებსა და მოძალადის ქმედებაზე.
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, რომ ძალადობა დანაშაულია!
1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე
არც ერთ ადამიანს, ორგანიზაციასა და ქვეყანას არ შეუძლია ცალკეულად გაუმკლავდეს უთანასწორობას, რომელიც ხელს უშლის აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიასთან წარმატებულ ბრძოლას. გასაკვირი არაა, რომ 2020 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის მთავარი თემა გახდა “საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა”.
აივ-ინფექციის მქონე 38 მლნ. ადამიანიდან მსოფლიოში 12 მლნ.-ს ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი მკურნლობაზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები, ვაქცინები და დიაგნოსტიკის მეთოდები განხილულ უნდა იქნას როგორც საზოგადოებრივი სიკეთე. საერთაოშორისო სოლიდარობა და გაზირებული პასუხისმგებლობა, მოცემულ კონტექსტში, აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები და სამედიცინო სერვისები თითოეული ადამიანისთვის, ჯგუფისა და ქვეყნისთვის.
COVID-19-ის კრიზისმა გააღრმავა პრობლემები, რომლებსაც აწყდებოდნენ აივ-ით მცხოვრები ადამიანები, მაღალი რისკის ჯგუფები, ქალები და გოგონები. ამასთან გაიზარდა სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა, რომელსაც, თავის მხრივ, მივყავართ საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების აივ-ის მიმართ მოწყვლადობის ზრდისკენ. სამყარომ უნდა მოძებნოს გლობალური კრიზისის გლობალური გადაწვეტა. ჩვენ გვჭირდება გლობალური სოლიდარობა და საერთო პასუხისმგებლობა.
აივ-თან ბრძოლის გამოცდილების გამოყენება შესაძლებელია COVID-19-ის წინააღმდეგაც. აივ-ი და COVID-19 ბევრ ასპექტში განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, ამასთან მათ აქვთ საერთო:
- ორივე ნაკლებად არის შესწავლილი, მწირია მათი პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდები.
- ორივე სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში და აზარალებს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს; მნიშვნელოვნად ზრდის ზეწოლას ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სისტემებსა და ეკონომიკაზე მთლიანობაში.
COVID-19-ის პანდემიამ გააღრმავა საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა. ჯანდაცვის ეს კრიზისი, სხვა მრავალთან ერთად, ყველაზე მეტად ურტყამს ღარიბ და საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.
2016-2018 წლებში, აივ-ის წინააღმდეგ მიმართულ პროექტებზე საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ჯამურად გამოყოფილ იქნა 57,3 მილიარდი აშშ დოლარი. ამავე პერიოდში, მოცემულ ქვეყნებში მოწყვლადი ჯგუფებისთვის აივ-პროგრამების ბიუჯეტმა შეადგინა 1,3 მილიარდი დოლარი – მთლიანი დაფინანსების მხოლოდ 2 %, თუმცა 2018 წელს აივ-ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი მოსახლეობის ამ ჯგუფებზე მოდიოდა (https://aidsfonds.org/assets/resource/file/Fast-Track%20or%20Off%20Track%20report-final.pdf ).
დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ძლიერი მმართველობა, რათა ავაშენოთ თანაბარუფლებიანი საზოგადოება, სადაც ყველას ექნება ჯანმრთელობის უფლება და ყველა ქვეყანა თანაბარ ხარისხში გამოიყენებს აღდგენის შესაძლებლობებს კრიზისის შემდგომ.
აივ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS) მოუწოდებს ქვეყნებს გააძლიერონ ზომები ჯანდაცვის სისტემების გასაძლერებლად. სწორედ ამ დღეს, UNAIDS მოუწოდებს ყველას გამოავლინოს საერთაშორისო სოლიდარობა და აიღოს საერთო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
ასოციაცია “ქსენონი” ჰეპატიტის საერთაშორისო დღის კამპანიას უერთდება
ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – „მომავალი ჰეპატიტის გარეშე“.
დღესდღეობით, მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით, მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-იდან 9 ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.
საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა, დღეს არსებული მონაცემების თანახმად:
✔ კრინინგული კვლევა ჩაუტარდა 2.3 მილიონამდე ადამიანს (გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 70%),
✔ პროგრამაში ჩართულია 70 ათასი პაციენტი,
✔ მკურნალობა დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა (შესრულდა სამიზნე მაჩვენებლის 51%),
✔ განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
დღეს ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია 39 დაწესებულებაში, მ.შ. ერთი პენიტენციურ სისტემაში , პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ზიანის შემცირების სამ ცენტრში.
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები ფინანსდება 100%-ით.
ასოციაცია “ქსენონი” 2005 წლიდან მუშაობს C ჰეპატიტის გავრცელების პრევენციის მიმარtულებით, ხოლო 2018 წლიდან ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს მოსახლეობას C ჰეპატიტის პრევენციულ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროგრამებს.