⭕ 2023 წლის 21 მარტი სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეა, ამ დღის თემაა „მრავალფეროვნების პატივისცემა ერთობლივი სოციალური ქმედების გზით – Respecting diversity through joint social action“.

⭕ აღნიშნული დევიზი მომდინარეობს სახალხო ქარტიის ახალი ეკო-სოციალური მიდგომიდან, რომლის მიხედვითაც ცვლილებები იწყება სწორედ ადგილობრივ დონეზე, მრავალფეროვნების აღიარებით და პატივისცემით.

⭕ ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას ვაღიაროთ და ხაზი გავუსვათ სხვადასხვა თემების/ჯგუფების შესაძლებლობებს, რომელთა ქმედებებს შესწევთ ძალა ხელი შეუწყონ ინკლუზიურ სოციალურ ტრანსფორმაციას.

⭕ ასოციაცია “ქსენონი” 2005 წლიდან ახორციელებს სოციალურ მუშაობას სხვადასხვა მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

⭕”ქსენონი” ულოცავს სოციალურ მუშაკებს პროფესიულ დღეს და მადლობას უხდის მათ საზოგადოების გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.