15-22 მაისს, ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება.

ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და თავის ძალისხმევას მიმართავენ იმისთვის, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს საკუთარი აივ-ისა და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ.

ასოციაცია “ქსენონი”, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან პარტნიორობით, ტრადიციულად უერთდება გაზაფხულის ევროპის ტესტირების კვირეულს და მოქალაქეებს სთავაზობს უფასო სწრაფ ტესტირებას აივ ინფექციასა და С ჰეპატიტზე.

ეწვიეთ ასოციაცი ” ქსენონის” ოფისს, მისამართზე: ქ.ზუგდიდი, პეტრე უბერის ქ. N1, 10:00-დან 18:00 სთ.-მდე.

მობილური ამბულატორიის დახმარებით, “ქსენონი” ტესტირებას ჩაატარებს ასევე,  ქ. სენაკსა და წალენჯიხაში:

  • 17 მაისი: ქ. სენაკი, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, 13:00-დან15:00 სთ.-მდე
  • 19 მაისი: წალენჯიხა, სოციალური მომსახურეობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია; 13:00-დან15:00 სთ.-მდე.

დროული ჩარევის შემთხვევაში ამ დაავადებების მართვა/განკურნება შესაძლებელია ​და ის არ არის განაჩენი.

ჩაიტარეთ ტესტირება, გამოავლინეთ, იმკურნალეთ.

ჩვენთვის თვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.