31 აგვისტოს, ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ასოციაცია “ქსენონის ” ოფისში ჩატარდა  ტრენინგი დაინტერესებული პირებისთვის “ნარკოტიკული ზედოზირება და მისი მართვა”.

ტრენინგზე განხილული იქნა საკითხები:

  • რა არის ზედოზირება,
  • ზედოზირების მიზეზები, ნიშნები და სიმპტომები,
  • პირველადი დახმარება ნარკოტიკული ზედოზირების დროს (DRCAB),
  • ოპიოიდური ზედოზირების მართვა,
  • სტიმულატორებით გამოწვეული ზედოზირების მართვა,
  • სიტუაციური სავარჯიშო.
ტრენინგი მოიცავდა ასევე პრაქტიკული ნაწილ ნაწილს –  მუშაობას მულაჟზე.