2018 წლის 21 და 23 მაისს, პროექტის “ხელი ხელს, გული გულს” მოზარდები წალენჯიხაში არსებულ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ეწვივნენ.
აღნიშნული ვიზიტები, მათ მიერ დაწერილი მინი-პროექტის “ჩვენ ვაფერადებთ მომავალს” ფარგლებში დაიგეგმა და შედგა. პროექტის მონაწილეებმა, თანატოლების სურვილების გათვალისწინებით, სხვადასხვა სპორტულ-გასართობი, შემეცნებითი და სხვა სახის საჩუქრები მიუტანეს მასპინძლებს.
აღნიშნული დღეები განსაკუთრებული იყო თითოეული მათგანისთვის, რადგან მათ შეიძინეს მეგობრები და ბევრი პოზიტივი და სითბო გაცვალეს ერთმანეთში.
Leave A Comment