1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა

არც ერთ ადამიანს, ორგანიზაციასა და ქვეყანას არ შეუძლია ცალკეულად გაუმკლავდეს უთანასწორობას, რომელიც ხელს უშლის აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიასთან წარმატებულ ბრძოლას. გასაკვირი არაა, რომ 2020 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის მთავარი თემა გახდა “საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა”.

აივ-ინფექციის მქონე 38 მლნ. ადამიანიდან მსოფლიოში 12 მლნ.-ს ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი მკურნლობაზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები, ვაქცინები და დიაგნოსტიკის მეთოდები განხილულ უნდა იქნას როგორც საზოგადოებრივი სიკეთე.  საერთაოშორისო სოლიდარობა და გაზირებული პასუხისმგებლობა, მოცემულ კონტექსტში, აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები და სამედიცინო სერვისები თითოეული ადამიანისთვის, ჯგუფისა და ქვეყნისთვის.
გაუმართლებლად მაღალი რჩება აივ-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელი (1700 00 ახალი შემთხვევა 2019 წელს)! აუცილებელია აივ პროფილაქტიკის კამპანიის გაფართოება, ადამიანთა უფლებების დაცვის ძალისხმევის გაძლიერებისა და მრავალრიცხოვანი ბარიერების (სოციალური, განათლება და ადამიანის უფლებები) დაძლევის გზით; ბარიერებისა, რომლებიც ზრდის აივ-ის მიმართ მოწყვლადობას და ხელს უშლის ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

COVID-19-ის კრიზისმა გააღრმავა პრობლემები, რომლებსაც აწყდებოდნენ აივ-ით მცხოვრები ადამიანები, მაღალი რისკის ჯგუფები, ქალები და გოგონები. ამასთან გაიზარდა სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა, რომელსაც, თავის მხრივ, მივყავართ საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების აივ-ის მიმართ მოწყვლადობის ზრდისკენ. სამყარომ უნდა მოძებნოს გლობალური კრიზისის გლობალური გადაწვეტა. ჩვენ გვჭირდება გლობალური სოლიდარობა და საერთო პასუხისმგებლობა.

აივ-თან ბრძოლის გამოცდილების გამოყენება შესაძლებელია COVID-19-ის წინააღმდეგაც. აივ-ი და COVID-19 ბევრ ასპექტში განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, ამასთან მათ აქვთ საერთო:
  • ორივე ნაკლებად არის შესწავლილი, მწირია მათი პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდები.
  •  ორივე სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში და აზარალებს საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს; მნიშვნელოვნად ზრდის ზეწოლას ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სისტემებსა და ეკონომიკაზე მთლიანობაში.
COVID-19-თან ბრძოლაში იმ ცოდნის გამოყენებას, რომელიც დაგროვდა აივ-ის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, შეუძლია პანდემიასთან ბრძოლის ტემპების დაჩქარება, შეცდომების პრევენცია საწყის ეტაპზე და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ნეგატიური გავლენის შემცირება.

COVID-19-ის პანდემიამ გააღრმავა საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა. ჯანდაცვის ეს კრიზისი, სხვა მრავალთან ერთად, ყველაზე მეტად ურტყამს ღარიბ და საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.

2016-2018 წლებში, აივ-ის წინააღმდეგ მიმართულ პროექტებზე საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ჯამურად გამოყოფილ იქნა 57,3 მილიარდი აშშ დოლარი. ამავე პერიოდში, მოცემულ ქვეყნებში მოწყვლადი ჯგუფებისთვის აივ-პროგრამების ბიუჯეტმა შეადგინა  1,3 მილიარდი დოლარი – მთლიანი დაფინანსების მხოლოდ 2 %,  თუმცა 2018 წელს აივ-ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი მოსახლეობის ამ ჯგუფებზე მოდიოდა (https://aidsfonds.org/assets/resource/file/Fast-Track%20or%20Off%20Track%20report-final.pdf ).


დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ძლიერი მმართველობა, რათა ავაშენოთ თანაბარუფლებიანი საზოგადოება, სადაც ყველას ექნება ჯანმრთელობის უფლება და ყველა ქვეყანა თანაბარ ხარისხში გამოიყენებს აღდგენის შესაძლებლობებს კრიზისის შემდგომ.

აივ შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS) მოუწოდებს ქვეყნებს გააძლიერონ ზომები ჯანდაცვის სისტემების გასაძლერებლად. სწორედ ამ დღეს, UNAIDS მოუწოდებს ყველას გამოავლინოს საერთაშორისო სოლიდარობა და აიღოს საერთო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.