COVID-19 პანდემიის დროს, ქალთა მიმართ ძალადობის რისკები იზრდება, რადგან:
-
მსხვერპლს მეტი დროის გატარება უწევს მოძალადესთან;
-
მომატებულია სტრესული ფონი;
-
სოციალური კონტაქტები შემცირებულია;
-
ადამიანები იზოლირებულები არიან თემისგან;
-
კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე შესაძლოა შემცირდეს წვდომა.
რა უნდა გაკეთდეს, COVID 19-ის პირობებში, ქალთა მიმართ ძალადობაზე საპასუხოდ?
- ცხელი ხაზის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა;
- ინვესტიციების გაზრდა სერვისებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების გასაძლიერებლად;
- ონლაინ დახმარების მისაღებად შესაბამისი პლატფორმების შექმნა და ფუნქციონირება;
- მსხვერპლისთვის დახმარების აღმოსაჩენად, უსაფრთხო საშუალებების შექმნა;
- თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გაფართოების სტრატეგიის შემუშავება;
- შესამაბისი ინსტიტუციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა:
დროული საპასუხო რეაქცია მსხვერპლების საჭიროებებსა და მოძალადის ქმედებაზე.
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, რომ ძალადობა დანაშაულია!
Leave A Comment