2020 წლის ოქტომბრიდან ასოციაცია “ქსენონმა” გაციფრულების პროექტი დაიწყო.

“გაციფრულების” პროექტის მიზანია COVID-19 პანდემიის და სხვა შემზღუდველი გარემოებების პირობებში, ასოციაცია “ქსენონის” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ზიანის შემცირებისა და სამედიცინო/ფსიქოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

პროექტი ითვალისწინებს სერვისების მიწოდების დამატებითი და მოდიფიცირებული ინსტრუმენტების შემუშავებას ბენეფიციარებისთვის, ონლაინ და დისტანციურად, უშუალო დახმარების აღმოჩენის მიზნით.

მოცემული ინიციატივა მხარდაჭერილია “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ რეგიონული პროექტის ფარგლებში, რომელსაც IREX ევროპა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

#EU4Georgia #TeamEurope #COVID19 #together #GHRN