ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ ფარგლებში, ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოალიცია ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის ორგანიზებით  2024 წლის 28 ივნისს ანაკლიაში ჩატარდება მორიგი ახალგაზრდული ღონისძიებება “ჩემი ჯანსაღი არჩევანი #2“.  ღონისძიება სიმბოლურად უკავშირდება ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (26 ივნისი).

ღონისძიება მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 14+ ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
“ჩემი ჯანსაღი არჩევანი #2“უმასპინძლებს 50-მდე ახალგაზრდას, რომლებიც ჩაერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში;  პროგრამა  მოიცავს ენერჯაიზერებს,  ინტერაქტიულ თამაშებს, კემპინგის ვორქშოფს, იოგას საათს, “ბჟამინოლის” ელექტრონული მუსიკის პროგრამას და სხვას.

ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გაძლიერებას  ღირებული ცოდნით და გამოცდილებით, რათა წახალისდეს ჯანსაღი არჩევანი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

See insights and ads
Boost post
All reactions:

5