2024 წლის 28 ივნისს, ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონმა, ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოალიციასთან თანამშრომლობით, მორიგ ახალგაზრდულ ღონისძიებას “ჩემი ჯანსაღი არჩევანი 2” უმასპინძლა.
ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ზრუნვა, პრევენცია, უფლებები” ნაწილია, მიზნად ისახავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14+ ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პოზიტიური არჩევანის და ზრდის ხელშეწყობას.
ერთდღიანი გასვლითი ღონისძიება ანაკლიაში ჩატარდა და მოიცავდა სხვადასხვა სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობებს:
– კემპინგის მასტერკლასი აქტიური დასვენების მოყვარულთათვის;
– დისკუსია ფსიქოლოგებთან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებაზე;
– იოგას სესია სხეულისა და გონების გაჯანსაღებისთვის;
– ადგილობრივი არტისტების ელექტრონული მუსიკის საღამო განწყობის ასამაღლებლად;
– სხვადასხვა ენერჯაიზერები და ინტერაქტიული თამაშები.

მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობის გზაზე!

ღონისძიების ფოტო ალბომი:

https://www.facebook.com/media/set?vanity=Xenon2004&set=a.747672624247927