2024 წლის 27 ნოემბერს, ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოალიცია „ჯანსაღი და უსაფრთხო მომავლისთვის” ინიციატივით ზუგდიდში ჩატარდა ახალგაზრდული ღონისძიება „ჩემი ჯანსაღი არჩევანი – ტექნოლოგიური ბალანსი”.
ღონისძიება ევროკავშირისა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსდა და მიზნად ისახავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოზარდებს შორის ტექნოლოგიებზე ჭარბი დამოკიდებულების პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ღონისძიების პროგრამა აერთიანებდა:
- საგანმანათლებლო სესიას ტექნოლოგიების დაბალანსებული გამოყენების შესახებ
- თვითშეფასების კითხვარის შევსებას
- ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირების პრაქტიკული სტრატეგიების შემუშავებას
- ჯგუფურ აქტივობებსა და თამაშებს
- მონაწილეებს შორის სოციალური კავშირების გაძლიერებას.
ღონისძიების ფოტოები იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/media/set/?vanity=Xenon2004&set=a.846519317696590
Leave A Comment