ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები COVID-19-ის ეპიდემიის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ ხშირად აღენიშნებათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები (C და B ჰეპატიტი, აივ-ინფექცია, ტუბერკულოზი და სხვ.), ეკონომიკური პრობლემების გამო ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, არიან დისკრიმინაციისა და კრიმინილიზაციის მსხვერპლი.
ამ გამოწვევების ფონზე, ასოციაცია ” ქსენონმა”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access -ის პროექტის მხარდაჭერით, ქუთაისსა და ზუგდიდში, სპეციალურად ამ მიზნობრივ ჯგუფზე მორგებული საინფორმაციო/საკონსულტაციო პროექტი დაიწყო. რომელიც “ქსენონისა” და ორგანიზაცია “ახალი გზა” – ქუთაისის ზიანის შემცირების სერვის ცენტრების ბაზაზე ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ტარდება ონლაინ/სატელეფონო და პირისპირ კონსულტაციები ბენეფიციარებთან COVID-19-ის რისკებზე და პრევენციის გზებზე, მათ მიეწოდებათ სპეციალურად ამ თემაზე შექმნილი საინფორმაციო მასალები და ერთჯერადი დამცავი საშუალებები (სამედიცინო პირბადეები, ხელთათმანები).
ორგანიზიაციამ გამოსცა გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარკოტიკების უსაფრთხოდ მოხმარება COVID-19-ის კრიზისის პირობებში.
2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩატარებულია 1691 პირისპირ კონსულტაცია, 128 სატელეფონო კონსულტაცია.
ასოციაცია “ქსენონი” მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით ინექციური ნარკომომხმარებლების მხარდაჭერას.
იხილეთ გზამკვლევის ლინკი:
http://xenon.ge/wp-content/uploads/2020/04/Xenon.pdf?fbclid=IwAR3_rZNRgXOcXslI5xA1u_984vNZ1VJdFjPoR-fnBmHpS8wBjbvH8zjij-c
Leave A Comment