2023 წლის 10 დეკემბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდული ღონისძიება “ჩემი ჯანსაღი არჩევანი“ გაიმართა.

ღონისძიება, ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სათემო კოალიციის ინიციატივით მოეწყო და მხარდაჭერილი იყო  ევროკავშირისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ, პროექტის „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“ ფარგლებში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ზიანის შესახებ.

ახალგაზრდულ ღონისძიებაზე მოეწყო,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის გამოცხადებული პოსტერების  კონკურსში მონაწილე ნამუშევრების გამოფენა.  ამავე დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებული პოსტერები და მათი ავტორები დაჯილდოცდნენ სპეციალური პრიზებით. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერთიფიკატი.

დღის განმავლობაში მოეწყო არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა: თემატური ვიქტორინა -კონკურსი, ერთობლივი ხატვა,  ინტერაქციული ლექცია/დისკუსია და ა.შ. მოზარდებისა და ახალგაზრდების ენთუზიაზმმა და ენერგიამ ეს შეკრება დიდ წარმატებად აქცია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოალიცია ჯანსაღი და უსაფრთხო   მომავლისთვის ჩამოყალიბდა 2023 წელს. კოალიცია მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მოზარდებსა და ახალგაზრდებშიფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების, ძალადობის და სხვა პრობლემური ქცევებისშემცირებას ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფით. 

#EU4Georgia

 

იხილეთ დასამახსოვრებელი მომენტები ღონისძიებიდან:

https://www.facebook.com/Xenon2004/posts/pfbid0MmRTendEjtSgv1nPvuYkG61eyC31hFTfmntFs3vRpmCAYUJtYxeefBxboDg1BWeRl?notif_id=1702471727582243&notif_t=feedback_reaction_generic&ref=notif