ორგანიზაცია: ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი
ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1400 (დარიცხული)
პოზიციის აღწერა:
საწყობზე პასუხისმგებელი პირი / ბაზის სპეციალისტი უზრუნველყოფს სასაწყობე და ბაზის ოპერაციული პროცესების ეფექტურ მართვას, მარაგების სიზუსტით აღრიცხვას და ორგანიზაციის შიდა პროცედურების დაცვას. პოზიცია მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულობას, პასუხისმგებლობას და მაღალი ორგანიზებულობის უნარს.
ძირითადი მოვალეობები:
- მატერიალური რესურსების მიღება, შენახვა, გაცემა და აღრიცხვა;
- საწყობის ყოველდღიური მართვა, წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- მარაგების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნების მომზადება;
- საწყობთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მიღება–გაცემის აქტები, ჩანაწერები, ფორმები) წარმოება და არქივირება;
- ელექტრონულ სისტემებსა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
- რეგულარული და საგეგმო ინვენტარიზაციების ჩატარება;
- მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის შეტანა, განახლება და სიზუსტის კონტროლი;
- უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და შიდა პროცედურების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა.
მოთხოვნები:
- მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის მაღალი კომპეტენცია (განსაკუთრებით Excel);
- მონაცემებთან მუშაობის უნარი და ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ და პროფესიულ გუნდს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: associationxenon@gmail.com
თემა: „საწყობზე პასუხისმგებელი პირი / ბაზის სპეციალისტი“
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2025
Leave A Comment