2018 წლის 15 მაისს, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონის” ახალგაზრდული პროექტის “ხელი ხელს, გული გულს” მოზარდებმა, ზუგდიდის დადიანების სასახლის ეზოში, ოჯახის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აღნიშნული თარიღი, 1993 წლის 20 სექტემბერის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე დაწესდა და ყოველწლიურად აღინიშნება მთელს მსოფლიოში. ღონისძიებაზე მოხდა ფოტოკონკურსის- “მე მიყვარს ჩემი ოჯახი” გამარჯვებულების დაჯილდოვება, გაიმართა სახალისო ვიქტორინები და კონკურსები, მოეწყო საოჯახო ფოტო-სესია; შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები , ხოლო დასასრულს, ოჯახებმა სიმბოლურად აუშვეს ცაში ფრანები. #ოჯახის_საერთაშორისო_დღე_2018 პროექტი
Leave A Comment