31 მაისს, ზუგდიდის ტექნოპარკში, ასოციაცია “ქსენონის” ახალგაზრდული პროექტის “ხელი ხელს, გული გულს” საზეიმო დახურვის ცერემონიალი შედგა.  პროექტი “ხელი ხელს, გული გულს” დაფინანსებული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია PH international Georgia-ს მიერ და ხორციელდებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული სკოლის, თემისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) ფარგლებში.

შეხვედრაზე პროექტის განმახორციელებელი გუნდისა  და პროექტის მონაწილეების  მიერ შეჯამდა  6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები,  გაწეული საქმიანობა  და მიღებული შედეგები.

მოზარდებმა ისაუბრეს  მინი-პროექტებზე, რომელიც დაიწერა და გამხორციელდა მათ მიერ პროექტის „ხელი ხელს, გული გულს“  ფარგლებში;  პირველი მინი-პროექტი “ ოჯახის საერთაშორისო დღე“,    15 მაისს  გაიმართა და ემსახურებოდა ოჯახების სხვადასხვა  თაობის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობასა და  მათთვის  სახალისო და  საზეომო  განწყობის შექმნას.  მეორე მინი-პროექტი  „ჩვენ ვაფერადებთ მომავალს“ კი მიზნად ისახავდა წალენჯიხის ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელების მხარდაჭერასა  და მათთან დაახლოებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით,  პროექტის მონაწილეები  ივნისის თვეში  ექსკურსიით გაემგზავრებიან.