2018 წლის 16 ივლისს, “ქსენონის” ოფისს „ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების” (CDC) გლობალური ჯანდაცვის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი – ფრანცისკო ავერჰოფი და „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (NCDC) წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუმრების ვიზიტი, ასოციაცია “ქსენონის” ზიანის შემცირების სერვის-ცენტრის საქმიანობის გაცნობას, ცენტრის ბაზაზე C ჰეპატიტის მკურნალობის ინტეგრირების, ასევე სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას ემსახურებოდა.
ახლო მომავალში, ასოციაცია ” ქსენონი”, ორგანიზაცია “ჯანმრთელობის კვლევის კავშირთან” თანამშრომლობით C ჰეპატიტის მკურნალობას უკვე ადგილზე შესთავაზებს პაციენტებს. აღნიშნული, С ჰეპატიტზე გამარტივებული წესით მკურნალობას გულისხმობს, როგორც მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის., ასევე ზოგადი მოსახლეობისთვის.