2019 წლის 30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასოციაცია “ქსენონისა” და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების კომიტეტის მიერ ზუგდიდში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებამ უმასპინძლა დაკარგულთა ოჯახების წევრებს, საერთაშორისო საზოგადოების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და რეგიონული თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელობის მემორიალი, აღევლინა პარაკლისი, მოეწყო გაუჩინარებული პირებისადმი მიძღვნილი გამოფენა.

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2 400-ზე მეტი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული.

ამ დღის მიზანია დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგებსა და გავლენაზე, რასაც ადამიანის გაუჩინარება ახდენს მისი ოჯახის წევრებზე.

On August 30, 2019, the International Committee of the Red Cross (ICRC), Association of Young Psychologists and Doctors XENON and the Committee of the Missing Families held an event on the occasion of the International Day Disappeared of the in Zugdidi.
The event hosted members of the families of the Missing Persons, representatives of the international community, state structures and regional governments. The guests laid flowers at the Memorial of the Missing Persons, the paraklesis service was held, the exhibition dedicated to the disappeared was organized. More than 2,400 people are still missing as a result of armed conflicts in Georgia in the 1990s and August 2008. The purpose of this day is to pay tribute to missing people, support their families, inform the public and raise awareness of the consequences and effects of a person’s disappearance on their family members.

2019 წლის 30 აგვისტოს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, …

Posted by ასოციაცია "ქსენონი" • Association XENON on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *