2020 წლის 30 აპრილს, ასოციაცია “ქსენონის” მიერ ჩატარდა ვებინარი ზიანის შემცირების სერვის-პროვაიდერებისთვის: “COVID-19 და ნარკოტიკების მოხმარება”. ვებინარს უძღვებოდნენ სფეროს ექსპერტები: ექიმი ინფექციონისტი – მაია ბუწაშვილი და ექიმი ნარკოლოგი-ზურაბ სიხარულიძე.
ვებინარის თემები იყო:
– COVID19 – ზოგადი მიმოხილვა;
– COVID19 და ნარკოტიკის ინექციური მოხმარება, დამატებითი რისკები;
– COVID19 და არაინექციური ნარკოტიკის მოხმარება, დამატებითი რისკები;
– ალკოჰოლი VS ნარკოტიკი COVID19 პანდემიის დროს;
– რეკომებდაციები ზიანის შემცირების სერვის პროვაიდერებს.
ონლაინ/სასწავლო შეხვედრაში მონაწილეობა 46 ადამიანმა მიიღო, წამომადგენლებმა ზუგდიდში, თბილისში, ქუთაისსა და და გორში მოქმედი სერვის-პროვაიდერი ორგანიზაციებიდან: “ქსენონი”, “ახალი გზა”, “ნაბიჯი მომავლისკენ”. ვებინარში, ასევე მონაწილეობა მიიღეს EWMI Access-ისა და “მსოფლიო ექიმები- საფრანგეთი”(MDM) საქართველოს წარმომადგენლებმა.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access -ის პროექტის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დაფინანსებით.
Leave A Comment