28 ივლისი,  ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2020 წლის ღონისძიებების ლოზუნგია „მომავალი ჰეპატიტის გარეშე“.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას გააერთიანონ ძალისხმევა ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის ელიმინაციის მისაღწევად 2030 წლისთვის.
იმისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს #მომავალიჰეპატიტისგარეშე, აუცილებელია გაერთიანებული ძალებით:
– ინფიცირების პრევენცია ახალშობილებში. რაც გულისხმობს ყველა ახალშობილის ვაქცინაციას B ჰეპატიტზე;
დედიდან შვილზე გადაცემის პრევენცია. ყველა ორსული გეგმიურად უნდა იტარებდეს ტესტირებას B ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა და სიფილისზე და საჭიროების შემთხვევაში, ღებულობდეს მკურნალობას.
არავინ დარჩეს ყურადღების გარეშე; ყველა ადამიანს, მათ შორის ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს, პატიმრებს, მიგრანტებსა და სხვა რისკის ჯუფებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლონ პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური და მკურნალობის სერვისებით.
ხელმისაწვდომობის გაზრდა ტესტირებასა და მკურნალობაზე. ჰეპატიტიების დროული გამოვლენა და მკურნალობა ღვიძლის კიბოსა და ღვიძლის სხვა დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს.
მხარდაჭერა ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ მიმართული სერვისებისა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. ჰეპატიტების პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ახალშობილთა გეგმიურ იმუნიზაციას, ზიანის შემცირებასა და უწყვეტ მკურნალობას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პანდემიის პირობებშიც კი.

დღესდღეობით, მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით, მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-იდან 9 ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია.

საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა, დღეს არსებული მონაცემების თანახმად:
✔  კრინინგული კვლევა ჩაუტარდა 2.3 მილიონამდე ადამიანს (გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 70%),
  პროგრამაში ჩართულია 70 ათასი პაციენტი,
  მკურნალობა დაასრულა 65 ათასზე მეტმა პირმა (შესრულდა სამიზნე მაჩვენებლის 51%),
✔  განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

დღეს ქვეყნის მასშტაბით, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია 39 დაწესებულებაში, მ.შ. ერთი პენიტენციურ სისტემაში , პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ზიანის შემცირების სამ ცენტრში.

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები ფინანსდება 100%-ით.

ასოციაცია “ქსენონი” 2005 წლიდან მუშაობს  C  ჰეპატიტის გავრცელების პრევენციის მიმარtულებით, ხოლო 2018 წლიდან ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს მოსახლეობას C ჰეპატიტის პრევენციულ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროგრამებს.