კოვიდ-19 პანდემიის გამო შეცვლილი ცხოვრების წესისა და გარემოებების ფონზე, ოჯახში ძალადობის შემთხვევები გლობალურად გაიზარდა.
საქართველოში, ოჯახში ძალადობის ყოველი ექვსი შემთხვევიდან ხუთ შემთხვევაში, მსხვერპლი ქალია (2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით).
პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, სამართალდამცავებისთვის ხმის მიწვდენა შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყოს ქალებისათვის.