კორონავირუსის პანდემია შესაძლოა სტრესული იყოს ადამიანებისთვის. ახალი დაავადებით გამოწვეულ შიშსა და შფოთვას, მოზრდილებსა და ბავშვებში ძლიერი ემოციების გამოწვევა შეუძლია.  ფიზიკურმა და სოციალურმა დისტანცირებამ შესაძლოა, ადამიანებს თავი იზოლირებულად და მარტოსულად აგრძნობინოს და შესაბამისად, გაიზარდოს სტრესიც.

სტრესთან გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიები გაგაძლიერებთ თქვენ და იმ ადამიანებს, რომლებზეც ღელავთ.

დაავადების აფეთქებით გამოწვეულმა სტრესმა შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგი ფორმებით:

  • შიში და ღელვა საკუთარ თავზე, საყვარელ ადამიანებზე, ფინანსურ სიატუაციასა და იმ სერვისების ნაკლებობაზე, რომლებსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ.
  • ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილება.
  • ძილისა და კონცენტრაციის გაძნელება.
  • ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების გართულება.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
  • თამბაქოს და/ ან ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების გადამეტებული გამოყენება/მოხმარება.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩვენი კეთილდღეობის მნიშვნელოვნად განმაპირობებელი ფაქტორია. იგი გავლენას ახდენს ჩვენს ფიქრებზე, განცდებსა და მოქმედებებზე. მას ასევე აქვს გავლენა იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებით სტრესს, როგორ ვურთიერთობთ ადამიანებთან და როგორ ვიქცევით საგანგებო სიტუაციებში.

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?

მოიპოვეთ სწორი ინფორმაცია:

  • არასანდო ინფორმაციებისგან თავის არიდება შესაძლებლობას მოგცემთ COVID-19-თან დაკავშირებული რისკების უკეთ გაცნობიერებაში. იგი დაგეხმარებათ სწორად დასახოთ სამოქმედო გეგმა და გათვალოთ შესაძლო შედეგები.
  • დაინფიცირების შემთხვევაში, ინფექციას შეხვდით მომზადებულად. იყავით ინფორმირებული დაავადების გამკლავების გზებთან დაკავშირებით. დაუკავშირდით სამედიცინო წარმომადგენლებს და ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას.
  • იცოდეთ, საჭიროების შემთხვევაში, სად და როგორ შეძლებთ დახმარების მიღებას. (პირისპირ თუ დისტანციურად).

იზრუნეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე; ეს დაგეხმარებათ რაციონალურ აზროვნებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, საკუთარ თავსა და ახლობლებზე ზრუნვის პროცესში.

შეისვენეთ; დროებით შეწყვიტეთ პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყურება, მოსმენა და კითხვა. ნეტაგიური ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიღებამ შეძლოა გაზარდოს შფოთვა.

იზრუნეთ საკუთარ სხეულზე;

  • გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, დაკავდით მედიტაციით.
  • შეეცადეთ ჯანსაღად და დაბალანსებულად იკვებოთ.
  • ივარჯიშეთ რეგულარულად.
  • საკმარისი დრო დაუთმეთ ძილს.
  • მოერიდეთ ალკოჰოლისა და სხვა სუბსტანციების დიდი რაოდენობით მიღებას.

გამოყავით დრო განტვირთვისთვის;  დღის განმავლობაში დაკავდით იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

დაუკავშირდით სხვებს;  ესაურეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით; გაუზიარეთ მათ თქვენი შეგრძნებები, წუხილი და ემოციები.

დაუკავშირდით თქვენს თემს ან შესაბამის ორგანიზაციებს დახმარების მისაღებად. გაითვალისწინეთ, რომ სოციალური დისტანციის პირობებში რეკომენდირებულია ონლაინ, სატელეფონო ან/და წერილობითი კომუნიკაცია.

მიყევით პროფესიონალების რეკომენდაციების და იზრუნეთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე.

 

#EU4Georgia #TeamEurope #together