მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ნათლად განმარტავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა წარმოადგენს ჯანმრთელობის განუყოფელ ნაწილს; არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე. ის კეთილდღეობის მდგომარეობაა, რომელშიც ყველა პიროვნება აცნობიერებს საკუთარ პოტენციალს, შეძლოს და გაუმკლავდეს ცხოვრების ჩვეულ სტრესულ სიტუაციებს, იმუშაოს პროდუქტიულად და შეიტანოს თავისი წვლილი საზოგადოებაში.

ამის საპირისპიროდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დისტრესი, დეპრესია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და ურთიერთობებზე. მან შესაძლოა გააუარესოს ფიზიკური ჯანმრთელობა და გამოიწვიოს ნაადრევი სიკვდილი.

კოვიდ-19-ის პანდემიამ გამოცდის წინაშე დააყენა ჩვენი ფსიქიკური კეთილდღეობა; კორონავირუსის კრიზისი სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენ განწყობებს და დღეს, COVID-19-პანდემიასთან ბრძოლაში, მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, ფსიქოლოგიური დისტრესის დემონსტრირებას ახდენს. მთლიანობაში, პანდემიის შედეგებზე საუბრის დროს იგულისხმება შფოთვის ხშირი შეტევები ან დეპრესია, რომელიც თავს იჩენს ისეთი მიზეზების შედეგად, როგორებიცაა: სოციალური დისტანციების გამოწვეული სტრესი, დაინფიცირების შიში, ეკონომიკური მდგომარება და ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში.

რსებობს მხოლოდ ერთი გზა ფსიქიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად: ვიზრუნოთ ჩვენ ფსიქიკურ ჰიგიენაზე; თუკი ფიქრობთ, რომ თქვენზე ზეგავლენას ახდენს დეპრესია ან შფოთვა – გახსოვდეთ, ამ მდგომარეობათა მკურნალობა შესაძლებელია; რაც უფრო ადრეულად მიმართავთ დახმარებას-შედეგი უკეთესი გექნებათ.
ასევე წაიკითხეთ: http://xenon.ge/2020/12/17/3028/

💻

https://www.facebook.com/europeanunioningeorgia