2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით ასოციაცია “ქსენონმა” განახორციელა გაციფრულების პროექტი. “გაციფრულების” პროექტის მიზანი იყო COVID-19 პანდემიის და სხვა შემზღუდველი გარემოებების პირობებში, ასოციაცია “ქსენონის” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ზიანის შემცირებისა და სამედიცინო/ფსიქოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

პროექტი ითვალისწინებდა სერვისების მიწოდების დამატებითი და მოდიფიცირებული ინსტრუმენტების შემუშავებას ბენეფიციარებისთვის, ონლაინ და დისტანციურად, უშუალო დახმარების აღმოჩენის მიზნით. მოცემული ინიციატივა მხარდაჭერილი იყო “COVID19 – სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ რეგიონული პროექტის * ფარგლებში, რომელსაც ERIM და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ახორციელებდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

გაციფრულების გრანტის ფარგლებში,  ასოციაცია „ქსენონს“ საშუალება მიეცა COVID-19-ის გავრცელების პირობებში, ეწარმოებინა აქტიური საინფორმაციო/საგანმათნათლებლო საქმიანობა გაფართოებული მასშტაბებით (მთელ საქართველოში) ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ზიანის შემცირება, მოქმედი სერვისები და ზიანის შემცირების რეკომენდაციები  COVID-19-ის გავრცელების დროს,  ფსიქიკური ჯანმრთელობა და რეკომენდაციები COVID-19-ის დროს,  ოჯახში  ძალადობა,  C ჰეპატიტი და ა.შ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორგანიზაციის შიდა და გარე დამატებითი საკომუნიკაციო არხები, განახლდა ორგანიზაციის ვებ-გვერდი, გაუმჯობესდა ორგანიზაციის მატერიალურ/ტექნიკური ბაზა.

 

*პროექტი “COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ.

პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.