ასოციაცია „ქსენონი“ აცხადებს განაცხადების მიღებას სოციალური/აუტრიჩ მუშაკის პოზიციაზე
ვაკანსიის დასახელება: სოციალური/აუთრიჩ მუშაკი.
პასუხისმგებლობის სფერო: ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის მობილიზება
მუშაობის დაწყების დარიღი: 2022 წლის 15 მარტი
განაკვეთი: არასრული (60%-იანი დატვირთვა)
ძირითადი მოვალეობები:
- აივ ინფექცია/შიდსსა და სხვა სგგ-ებზე უფასო ტესტირების სერვისში ჩართვისთვის პროექტის ბენეფიციარების დაინტერესება და მოზიდვა;
- პროექტის ბენეფიციარების მოძიება, კონტაქტის დამყარება, მათი მოზიდვა ცენტრის სერვისებით სარგებლობისთვის; საველე აუთრიჩი;
- მობილური ამბულატორიის ბაზაზე სამგრელოს რეგიონის სხვადასხვა ლოკაციებზე გასვლითი/საველე ტესტირებების ჩასატარებლად მიზნობრივი ჯგუფების მობილიზება.
- ერთჯერადი სახარჯი მასალების, საინფორმაციო მასალებისა და კონდომების დარიგება.
- ბენეფიციარების ბაზების წარმოება.
- პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა რელევანტური საქმიანობის განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის მიმართ მაღალი მგრძნობელობა
- მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი
- აივ/შიდსისა და სგგ დაავადებების შესახებ საბაზისო ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV (რეკომენდატორის მითითებით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: associationxenon@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 12 მარტი
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში 2005 წლიდან ახორციელებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, ეწევა აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში.
Leave A Comment