10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა. მსოფლიოში, ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. სუიციდი კომპლექსური მდგომარეობაა – მისი გამომწვევი მიზეზები რთული და მრავალრიცხოვანია. მასზე გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურული და სხვა ფაქტორები.
– ყოველწლიურად 700 000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით
– ის ადამიანები, რომელთაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე სცადეს თვითმკვლელობა, მომავალში სუიციდის მაღალი რისკის ქვეშ არიან
– თვითმკვლელობა, გლობალურად, 15-29 წლის ასაკში სიკვდილობის მეორე წამყვანი მიზეზია
2022 წლის დღის თემაა „შევქმნათ იმედი ქმედებით“, რაც ასახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამ გადაუდებელი პრობლემის გადასაჭრელად ერთობლივი ქმედებების აუცილებლობას.
სუიციდის პრევენცია შესაძლებელია!
სუიციდის პრევენციის პროგრესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საკითხის ღია განხილვა, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანს შეეძლებათ ეძიონ და მიიღოს დახმარება.
თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს და გადაარჩინოს სიცოცხლე, ამისთვის მნიშვნელოვანია ღიად ვისაუბროთ სუიციდზე და სუიციდურ ქცევაზე; გავაზიაროთ საკუთარი გამოცდილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ; გამოვიჩინოთ თანაგრძნობა და მზრუნველობა სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისადმი.
ემოციური სტრესის, სუიციდის მცდელობების და ფიქრების შესახებ ღიად ლაპარაკი მსგავსი გამოწვევების მქონე ადამიანებს აძლევს იმედს, რომ მათაც შეუძლიათ გადალახონ კრიზისის პერიოდი.
შთავუნერგოთ იმედი თანადგომით!
Leave A Comment