31 აგვისტოს, ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ასოციაცია “ქსენონის ” ოფისში ჩატარდა ტრენინგი დაინტერესებული პირებისთვის “ნარკოტიკული ზედოზირება და მისი მართვა”.
ტრენინგზე განხილული იქნა საკითხები:
- რა არის ზედოზირება,
- ზედოზირების მიზეზები, ნიშნები და სიმპტომები,
- პირველადი დახმარება ნარკოტიკული ზედოზირების დროს (DRCAB),
- ოპიოიდური ზედოზირების მართვა,
- სტიმულატორებით გამოწვეული ზედოზირების მართვა,
- სიტუაციური სავარჯიშო.
ტრენინგი მოიცავდა ასევე პრაქტიკული ნაწილ ნაწილს – მუშაობას მულაჟზე.
Leave A Comment