31 იანვარს, ასოციაცია ქსენონის ოფისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ზიანის შემცირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის, თემაზე: “უსაფრთხო ინექცია, დაზიანებული ვენების მოვლა”.

შეხვედრაზე განხილული იყო საკითხები:
– სისხლის მიმოქცევის სისტემა,
– საშიში და ნაკლებადსაშიში ინექციის ადგილები,
– ვენების კოლაფსი,
– ვენების დაზიანების პროფილაქტიკა,
– ვენების დაზიანება: თრომბი, აბსცესი, ფლებიტი,
– უსაფრთხო ინექციის პრინციპები.