2018 წლის 4 ივნისს, ასოციაცია “ქსენონის” თანამშრომლებისთვის ზუგდიდში დაიწყო ექვსდღიანი ტრენინგ-სემინარი: “სტამბულის პროტოკოლი-დაუსჯელობასთან ბრძოლის ინსტრუმენტი”.
ტრენინგ სემინარი ორგანიზებულია წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათია“-სა და ასოციაცია „ქსენონი“-ს მიერ, წამების მსხვერპლთათვის გაეროს მოხალისეთა ფონდის (UNVFVT) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგუთა ოჯახების რეაბილიტაცია და გაძლიერება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ ფარგლებში.
ტრენინგ-სემინარი ფოკუსირებულია შემდეგ საკითხებზე:
• წამების ფიზიკური და ფსიქიკურ/ფსიქოლოგიური შედეგები.
• სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით – დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პრინციპები .
• გადარჩენილთა (წამების მსხვერპლთა) ჰოლისტური მკურნალობა-რეაბილიტაცია.
• ჩართული შტატის/მზრუნველების მხარდაჭერა.
• შემთხვევის მართვის პრინციპები რეაბილიტაციური დაწესებულებებისათვის.
ტრენინგ კურსის მესამე ეტაპი 27-28 ივნისს, თბილისში, ცენტს “ემპათიას ოფისშიჩატარდება.
Leave A Comment