21-28 ნოემბერს, ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება.
ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და მიმართავენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ.
ასოციაცია “ქსენონი” ტრადიციულად შეუერთდა ევროპულ კვირეულს და შედეგად, სამეგრელოს რეგიონში აივ-ინფექციაზე, B და C ჰეპატიტზე ტესტირებულ იქნა 73 მოქალაქე.
კვირეულის დასასრულის მიუხედავად, ასოციაცია “ქსენონი” აგრძელებს დაინტერესებული პირების ტესტირებას აივ-ინფექციასა და C ჰეპატიტზე.
Leave A Comment