ასოციაცია  „ქსენონი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 780 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით);
პასუხისმგებლობის სფერო: მუშაობა ნარკოტიკების მომხმარებლებთან და მათ სქესობრივ პარტნიორებთან;
მუშაობის დაწყების თარიღი:  2023 წლის 1  სექტემბერი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა;
** სისხლის ნიმუშის აღების ცოდნა და გამოცდილება;
** სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

განსაკუთრებული მოთხოვნები:

** სისხლის ნიმუშების აღება, შენახვა, ტრანსპორტირების სპეციალური რეკომენდაციების და პროტოკოლების ცოდნა და დაცვა.
** სამედიცინო ნარჩენების სწორი მენეჯმენტი.

სხვა უნარ-ჩვევები და ღირებულებები:

** შრომის დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ზიანის შემცირების ცენტრსა და მობილური ამბულატორიის ბაზაზე, მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პირების (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები) ტესტირება (სკრინინგი) აივ-ინფექცია/შიდსზე, სიფილსზე, B და C ჰეპატიტებზე;
** აივ ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე  სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღება კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში შემგომი კონფირმაციული გამოკვლევის ჩსატარებლად;
** C ჰეპატიტის სკრინინგისა და პირველადი კონფირმაციული კვლევის შედეგების შეყვანა და აღრიცხვა C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
** გახარჯული მასალების ყოველდღიური ანგარიშგება საწყობზე პასუხისმგებელ პირთან.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV  ქართულ ენაზე (რეკომენდატორის მითითებით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: associationxenon@gmail.сom
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ” ლაბორანტი“.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის  22 აგვისტო.

 

წარმატებას გისურვებთ!

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში 2005 წლიდან ახორციელებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, საქმიანობს მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში აივ ინფექცია/შიდსის და სხვა სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელების პრევენციის მიმართულებით. 2018 წლიდან, “ქსენონი” С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია სამეგრელოს რეგიონში.