2018 წლის 27 ივლისს, ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა „C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის სამსახურების, სამედიცინო კლინიკების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგების გაცნობას/წარდგენას და სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის ინფორმაციის გაცვლას ორივე სექტორში არსებული მკურნალობა/დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ.
ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და კლინიკა “ნეოლაბის” ხელმძღვანელმა -მაია ბუწაშვილმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგებზე, ბარიერებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ასოციაცია “ქსენონის” ხელმძღვანელმა – ნინო ჯანაშიამ მონაწილეებს გააცნო ელიმინაციის პროგრამაში გათვალისწინებული ზიანის შემცირების ღონისძიებები და ასოციაცია “ქსენონის’ ის ახალი სერვისები/ შესაზლებლობები, რომელიც C ჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვის არის გათვალისწინებული. საერთაშორიოს ორგანიზაცია ფაინდის წარმომადგენელმა -მაია ჯაფარიძემ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში HCV ვირემიაზე ტესტირების მიდგომების შეფასებას ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებში.