2018 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას ეძღვნება.

მოზარდობის პერიოდსა და მოზრდილობის ადრეულ წლებში მრავალ ცხოვრებისეულ ცვლილებებს აქვს ადგილი, როგორიცაა:  სკოლის შეცვლა, ოჯახის წევრებთან განშორება, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა, დასაქმება. ბევრისთვის ეს ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპია, მაგრამ ამასთან  ის სტრესებისა და შფოთვის ეტაპიცაა. რიგ შემთხვევებში, უყურადღებოდ დატოვებულმა  ამ განცდებმა შესაძლოა სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების განვითარებას შეუწყოს ხელი.    თანამედროვე ონლაინ ტექტნოლოგიები, მიუხედავად მათი ცხადი უპირატესობისა, ვირტუალური ქსელების  მომეტებული მოხმარების გამო, შესაძლოა დამატებითი ტვირთი გახდეს ფსიქიკური ჯანმთელობისთვის.  ამასთან, ბევრ მოზარდს საგანგებო ჰუმანიტარულ სიტაციებში უწევს ცხოვრება, როგორიცაა:  კონფლიქტები, სტიქიური უბედურებები და ეპიდემიები. ასეთ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდები, განსაკუთრებით მოწყვალდები არიან ფსიქიკური დარღვევებისა და დაავადებების მიმართ.

ფსიქიკური დაავადებების ნახევარი 14 წლამდე ასაკში იწყება

ფსიქიკური დაავადების ნახევარი 14 წლის ასაკამდე იწყება , მაგრამ ხშირ შემთხვევაში  დაავადებები  გამოუვლენელი და არანამნამკურნალევი რჩება.  დეპრესია, მოზარდებს შორის ავადების ტვირთის  მესამე წამყვანი მიზეზია.  თვითმკვლელობა, 15-29 წლის ადამიანების სიკვდილის  მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია. მოზარდებს შორის  ალკოჰოლური სასმელებისა და აკრძალული  ნარკოტიკების მავნე გამოყენება  დიდ პრობლემას წარმოადგენს ბევრი ქვეყნისთვის  და ხელს უწყობს სარისკო ქცევის ჩამოყალიბებას, როგორიცაა დაუცველი  სქესობრივი კავშირები და სხვა.  ასევე, შემაშფოთებელია კვებითი ქცევის დარღვევები.

დღეს უფრო მეტად არის  აღიარებული  ახალგაზრდების დახმარების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში მენტალური სტაბილურობის ჩამოყალიბებისთვის, რათა მათ შეძლონ თანამედროვე ცხოვრების სირთულეების დაძლევა.  მოზარდის ჯანმრთელობის გაძლიერება და დაცვა მნიშნველოვანია არა  მარტო მოზარდების ჯანმრთელობისთვის მოკლე და გრძელვადიან  პერსპექტივაში, არამედ ქვეყვების ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის სასარგებლოა, რადგან ცხოვრებისეული უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი ჯანსაღი ახალგაზრდები, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ  სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემების დაძლევის საქმეში.

პროფილაქტიკა იწყება  საკითხის უკეთესი  აღქმითა და გაგებით.

ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი ადრეული ასაკიდან ფსიქიკური მდგრადობის ფორმირებისთვის,   რათა თავიდან იქნეს აცილებული მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის ფსიქიკური აშლილობები და დაავადებები, ასევე შესაძლებელი გახდეს  ამ დაავადებების ეფექტური მართვა და ჯანმრთელობის აღდგენა.  პრევენცია იწყება ფსქიკური დაავადების ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების ცოდნით. მშობლებსა და პედაგოგებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვისა და მოზარდებისათვის საჭირო ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ყოველდღიური სირთულეების გადალახვა სახლსა და სკოლაში.  ფსიქოლოგიური დახმარება შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს სკოლებსა და თემის სხვადასხვა დონეებზე.  ასევე შესაძლებელია, ორგანიზებულ იქნეს და გაუმჯობესდეს  ჯანდაცვის მუშაკების სპეციალიზირებული სწავლების პროგრამები ფსიქიკური აშლილობების გამოვლენისა და მართვის სფეროში.

მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინვესტიციები და სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების სექტორის ჩართულობა ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების განხორციელებაში. ეს ინვესტიციები უნდა მოერგოს მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების პროგრამებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების საკითხში.