26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარადჭერის საერთაშორისო დღე აღინიშნება.ზუგდიდში ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით, ამ დღესთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, შეხვედრას სამთავრობო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასოციაცია “ქსენონის” ხელმძღვანელმა ისაუბრა პროექტის „უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების რეაბილიტაცია და გაძლიერება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ მიზნებსა და ამოცანებზე. პროექტი ითვალისწინებს უგზო- უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლთა თანადგომას, მედიკო-ფსიქო-სოციალური მხარდაჭერასა და იურიდიული კონსულტირებას.

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები მართლმსაჯულებისა და რეაბილიტაციისკენ მოუწოდებენ. “წამების მსხვერპლებს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვთ, კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ჩათვლით, გაეროს მექანიზმები წამების წინააღმდეგ*, ეს მექანიზმები არსებობს იმისთვის, რათა უზრუნველყოფილ იყოს სამართლიანობისა და რეაბილიტაციის პროცესი; აღნიშნული მექანიზმები ხაზს უსმევენ იმას, რომ მსხვერპლი აღნიშნული პროცესის ცენტრში უნდა იყოს”-ნათქვამია მიმართვაში (ჟენევა 25 ივნისი, 2019)