ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“ აცხადებს კონკურს  VCT/PDI კონსულტანტის პოზიციაზე.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:  ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში 2005 წლიდან ახორციელებს  ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებს, ეწევა  აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფში.

სამუშაო ადგილი:  ზუგდიდი

განაკვეთი: სრული

სამიზნე ჯგუფი: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახორციელებს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მათი სქესობრივი პარტნიორების ბენაყოფლობით კონსულტირებას აივ-ით, ჰეპატიტებით და სგგდ-ით დაინფიცირების რისკის შემცირებისთვის;
  • VCT/PDI კონსულტანტი მოვალეა გაუწიოს პროფესიული კონსულტაცია პროექტის ყველა კლიენტს.
  • ადგენს ყოველდღიურ და ყოველთვიურ  ანგარიშებს (პრე და პოსკონსულტირების ფორმები, ჟურნალები, ელექტრონული ბაზები, პროგრამული ანგარიში და სხვა)
  • ატარებს სატელეფონო კონსულტაციებს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;
  • ახორციელებს ნარკო-მომხმარებელთა კონსულტირებას/დახმარებას ქცევის შეცვლისა და უსაფრთხო/ნაკლებადსარიკო ქცევის შენარჩუნებისთვის.
  • ახდენს საზოგადოების ინფორმირებას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე.
  • ატარებსთემატურ ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს ნარკომომხმარებლებისა და სხვა ჯგუფებისთვის.
  • ტუბერკულოზის გამოვლენის მიზნით ახდენს ბენეფიციართა სკრინინგს და დროულ რეფერირებას სპეციალიზირებულ კლინიკებში;
  • საჭიროების შემთხვევაშიი, ბენეფიციარებს უწევს თანხლებას სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში.
  • თავაზობს კლიენტებს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა მომსახურეობას.

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფსიქოლოგიური განათლება.
  • მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება.

უნარები:

  • კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროგრამის კლიენტების მიმღებლობა და მათი დახმარების სურვილი;
  • კლიენტის ანონიმურობისა და პირადი საიდუმლოს დაცვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel, etc.).
  • მინიმუმ ერთი უცხო ენის სრულყოფილად ფლობა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულ მისამართზე: associationxenon@gmail.com

არა უგვიანეს 2018 წლის  11 ოქტომბრისა.

 

 “Subject”-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.