ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. აღნიშნულ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას. ასევე, პოლიტიკის შემქმნელებს მოუწოდებს ჰეპატიტის ელიმინაციაში ინვესტირებისაკენ, რათა გაიზარდოს ტეტსტირებასა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა.

2019 წლის  ჰე­პა­ტი­ტის მსოფ­ლიო დღის მთა­ვა­რი თე­მაა – “ვი­პო­ვოთ და­კარ­გუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი”. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საქართველოში კამპანია  “შენ C“ დაიწყო, რათა ნაპოვნი იქნას ათა­სო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ვინც ჯერ არ იცის რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია.

ვირუსული ჰეპატიტი არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება.  C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, 2-3 თვიანი პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება სრულიად განიკურნოს. თუმცა, მსოფლიოში ვირუსუსლი ჰეპატიტის მქონე პირთა 80%-ს პრევენციულ, ტეტსტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომა არ აქვს.

სა­ქარ­თვე­ლო C ჰე­პა­ტი­ტის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის ქვე­ყა­ნაა.  2015 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ქრო­ნი­კუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 5.4%-ს აქვს, ანუ 150 ათა­სამ­დე ადა­მი­ანს. ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს სიმპტო­მე­ბი არ უვ­ლინ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვის მო­მენ­ტში გა­მოკ­ვლე­ულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცო­და ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ.

C ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო გა­მორ­ჩე­უ­ლია. ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლა.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და სულ 1,5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს (სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის 54% შეს­რულ­და), პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია 58 229-მდე პა­ცი­ენ­ტი, და­ას­რუ­ლა მკურ­ნა­ლო­ბა 53 908-მა (სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის 44% შეს­რულ­და), გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 98.2%-ია.

დღეს, C ჰე­პა­ტიტ­ზე გა­მოკ­ვლე­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ზიანის შემცირების ცენტრებშიც. C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ათა­სო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გან­კურ­ნე­ბა.